ნულიდან იწყება ყველაფერი!

როგორ განვათავსოთ განცხადება

მოკლე გზამკვლევი მათთვის, ვინც ყიდის, აქირავებს, ეძებს ინვესტორს ან პარტნიორს. განცხადების განთავსება უფასოა.

1. როგორ განვათავსოთ განცხადება — 5 ნაბიჯი

  1. გახსენით „დაამატე განცხადება“ (რეგისტრაცია ავტომატურად შეიქმნება ელფოსტით).
  2. აირჩიეთ კატეგორია და ქალაქი, ჩაწერეთ სათაური, ფასი და დეტალები (ფართი, ბრუნვა, მოგება…).
  3. დაწერეთ აღწერა ქართულად — მონიშნეთ „ავტომატური თარგმანი“ და განცხადება გამოჩნდება ინგლისურ და რუსულ ვერსიებზეც.
  4. ატვირთეთ ფოტოები (პირველი ფოტო — მთავარი). სურვილისამებრ მიუთითეთ ბმული ვიდეოზე (Google Drive / Dropbox / WeTransfer) — ჩვენ შევამოწმებთ და განვათავსებთ NULI.GE-ს YouTube არხზე, ვიდეო გამოჩნდება ფოტოების ქვეშ.
  5. აირჩიეთ, გსურთ თუ არა ბროკერის მომსახურება (იხ. ქვემოთ), დაეთანხმეთ წესებს და გაგზავნეთ.
  6. ელფოსტაზე მიიღებთ წერილს „დაადასტურეთ განცხადების გამოქვეყნება“ — დააჭირეთ „ვადასტურებ და ვაქვეყნებ“ და განცხადება მაშინვე გამოქვეყნდება. ასე ვადასტურებთ, რომ ავტორი ნამდვილად თქვენ ხართ (საეჭვო განცხადებებს დამატებით ამოწმებს ადმინისტრაცია).

2. ბროკერით თუ ბროკერის გარეშე?

🤝 ბროკერით 👤 ბროკერის გარეშე
ვინ ჩანს საიტზე ბროკერის სახელი, ტელეფონი, რეიტინგი თქვენი სახელი და ტელეფონი
თქვენი ტელეფონი / ელფოსტა დამალულია — ხედავს მხოლოდ თქვენი ბროკერი და ადმინისტრაცია ჩანს ყველასთვის („ნომრის ნახვა“)
ზარები და სპამი ბროკერი ფილტრავს მყიდველებს, ამოწმებს და აწყობს შეხვედრებს პირდაპირ გირეკავენ
ღირებულება განთავსება უფასოა. საკომისიო მხოლოდ დასრულებულ გარიგებაზე: გაყიდვა — 3%, იჯარა — 1 თვის ქირა

ფორმაში აირჩიეთ „ბროკერის გარეშე“ ან „ბროკერით — ანონიმურად“. ბროკერით არჩევისას შეგიძლიათ აირჩიოთ ნებისმიერი რეგისტრირებული ბროკერი (ჩანს რეიტინგი, გარიგებები და პროექტები) ან „საუკეთესო რეიტინგით — ავტომატურად“. თუ საიტზე ბროკერის ბმულით შემოხვედით ან დარეგისტრირდით, თქვენი განცხადებები ავტომატურად ამ ბროკერს მიება. ყველა ბროკერი დამოუკიდებელია — იხილეთ პროფილები და შეფასებები.

3. თუ განცხადებას თქვენს სახელით ბროკერი ან NULI.GE ამზადებს

  • მოგივათ ელფოსტა „დაადასტურეთ განცხადება — NULI.GE“: ვინ მოამზადა, თქვენი სტატუსი (მესაკუთრე / დირექტორი / წარმომადგენელი), პირობები.
  • დააჭირეთ „ვადასტურებ“ — დადასტურებისთანავე განცხადება ავტომატურად გამოქვეყნდება. ბმული მოქმედებს 14 დღე.
  • თუ ეს თქვენ არ გითხოვიათ ან ინფორმაცია არასწორია — დააჭირეთ „ეს მე არ მითხოვია“: განცხადება არ გამოქვეყნდება და ამტვირთავს გადავამოწმებთ.
  • ასე ვიცავთ ბაზარს კოპირებული და ყალბი განცხადებებისგან: ერთ საკადასტრო / საიდენტიფიკაციო კოდზე მეორე განცხადება არ მიიღება, ხოლო დადასტურების დრო და IP ინახება.

4. ნდობის ნიშნები

✔ ვერიფიცირებულია (პირობებს ამოწმებს ბროკერი), 📊 ბუღალტრულად შემოწმებულია და ⚖ იურიდიულად შემოწმებულია (ამოწმებს პარტნიორი სპეციალისტი) — ნიშნიანი განცხადება სიაში მაღლა დგას, ჩანს ფილტრით „მხოლოდ შემოწმებული“ და მეტ ნდობას იწვევს მყიდველში.

5. გარიგება და საკომისიო

  • საკომისიო იხდება მხოლოდ დასრულებულ გარიგებაზე, ინვოისით, შპს „რენექსთი“-ის ანგარიშზე. ვინ იხდის (გამყიდველი / მყიდველი / ორივე) — ფიქსირდება გარიგებისას.
  • აკრძალულია NULI.GE-ს მეშვეობით გაცნობილ მყიდველთან / მოიჯარესთან გარიგება პლატფორმის გვერდის ავლით 12 თვის განმავლობაში — საკომისიო ამ შემთხვევაშიც იხდება.

6. უსაფრთხოება

ხშირი კითხვები

რამდენ ხანს არის აქტიური განცხადება? 30 დღე; განახლება — კაბინეტიდან ერთი დაჭერით.
შემიძლია ბროკერზე უარის თქმა? დიახ — დაგვიკავშირდით ან მოითხოვეთ ბროკერის შეცვლა. თუ ბროკერი უკვე მუშაობს მყიდველთან, ის მყიდველი პლატფორმაზე რჩება დაცული.
ვინ ხედავს ჩემს მონაცემებს? ბროკერის შემთხვევაში — მხოლოდ თქვენი ბროკერი და ადმინისტრაცია; ყოველი წვდომა აღრიცხულია.

რეკლამაLUMA LED — ჭაღები, ზოლები და ჭერის განათება
💱 საქართველოს ეროვნული ბანკის ოფიციალური კურსი (14.11.2026): 1 $ = 2.5934 ₾ · 1 € = 2.8649 ₾ — ახლდება ავტომატურად ყოველდღე.
ს/კ 442265512 · თბილისი, საქართველო · broker@nuli.ge · +995 511 14 55 33
👥 სულ 74📅 დღეს 20ონლაინ 1